⠀⠀⠀ჩვენი ინიციალები RM წარმოდგება Room Mechanism-ის | ოთახის მექანიზმის იდეიდან, რაც გულისხმობს საპროექტო სივრცეების მნიშვნელობის მაქსიმალურად გააზრებას.
⠀⠀⠀ოთახი – შენობის უმცირესი ერთეული, რომლსაც უდიდესი გავლენა აქვს ადამიანის ცხოვრებაზე და რაც უმეტესად შეუმჩნეველია.
ჩვენი მიდგომა ითვალისწინებს ოთახის ყოველი სანტიმეტრის მიმართვას სისტემის შესაქმნელად, რომელსაც ვუწოდებთ Room Mechanism-ს | ოთახის მექანიზმს, რაც ამ ერთეულებს ხდის მაქსიმალურად სასარგებლოს მომხმარებელთათვის და გულისხმობს მათ ოპტიმალურად გამართვას. როგორც კომპლექსურობა წარმოდგება მცირე დეტალების ერთობლიობისაგან, ასევე უმცირესი ერთეულები – ოთახები თავიანთი “მექანიზმებით”, ქმნიან კომპლექსურ მოლეკულებს – შენობებს. ჩვენ ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ეს ყოველივე და დიდი ყურადღება დავუთმოთ ყველა დეტალს, რომლებიც საბოლოო დიზაინის წარმატების მთავარი წინაპირობაა.
⠀⠀⠀საბოლო შედეგი კი არის ფუნქციური, ესთეტიკური და კონტექსტუალური მოთხოვნების ერთობლიობა.