ჩვენ შესახებ

⠀⠀⠀RM Architecture არის კომპლექსური მიდგომების მქონე არქიტექტურული საპროექტო, სადაც სრულიად არის გათვითცნობიერებული არქიტექტურის თანმდევი პასუხიმსგებლობები და მისი ზოგადი მნიშვნელობა.

⠀⠀⠀მიზანი, მარტივად რომ ვთქვათ, არის ჩვენი საქმიანობით საზოგადოებასა და გარემოზე დადებითი გავლენის ქონა. ჩვენი პროექტებით სილამაზისა და ელეგანტურობისკენ სწრაფვა, გარემოსთან შეკავშირება და უბრალოდ საპროექტო არეალის და მათი შემოგარენის გაუმჯობესება.

ჩვენს სახელსა და მიდგომებზე

Room Mechanism Architecture | ოთახის მექანიზმის არქიტექტურა

⠀⠀⠀ჩვენი ინიციალები RM წარმოდგება Room Mechanism-ის | ოთახის მექანიზმის იდეიდან, რაც გულისხმობს საპროექტო სივრცეების მნიშვნელობის მაქსიმალურად გააზრებას.

⠀⠀⠀ოთახი – შენობის უმცირესი ერთეული, რომლსაც უდიდესი გავლენა აქვს ადამიანის ცხოვრებაზე და რაც უმეტესად შეუმჩნეველია.

ჩვენი მიდგომა ითვალისწინებს ოთახის ყოველი სანტიმეტრის მიმართვას სისტემის შესაქმნელად, რომელსაც ვუწოდებთ Room Mechanism-ს | ოთახის მექანიზმს, რაც ამ ერთეულებს ხდის მაქსიმალურად სასარგებლოს მომხმარებელთათვის და გულისხმობს მათ ოპტიმალურად გამართვას. როგორც კომპლექსურობა წარმოდგება მცირე დეტალების ერთობლიობისაგან, ასევე უმცირესი ერთეულები – ოთახები თავიანთი “მექანიზმებით”, ქმნიან კომპლექსურ მოლეკულებს – შენობებს. ჩვენ ვცდილობთ, გავითვალისწინოთ ეს ყოველივე და დიდი ყურადღება დავუთმოთ ყველა დეტალს, რომლებიც საბოლოო დიზაინის წარმატების მთავარი წინაპირობაა.

⠀⠀⠀საბოლო შედეგი კი არის ფუნქციური, ესთეტიკური და კონტექსტუალური მოთხოვნების ერთობლიობა.